სოციალური ქსელის „ფეისბუქის" გვერდზე -„Unofficial: Rustavi 5"-ზე ერთ-ერთი ჟურნალისტის ვიდეო ვრცელდება, რომელიც ცდილობს რესპოდენტი დაითანხმოს ნეგატიურ ინტერვიუზე.
„ვიდეოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ცდილობს დაიყოლიოს ახალდაბის მაცხოვრებელი, თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის წინააღმდეგ ცუდი კომენტარის გაკეთებაზე. ვიდეოში ჩანს რომ რუსთავი 2 ის ჟურნალისტი უარს ამბობს რაიმე სახის პოზიტიური ინფორმაციის გაშვებაზე იმავე საკითხთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ გამორიცხავს ობიექტურობის მცდელობასაც კი ტელევიზიის მხრიდან. ჟურნალისტი მიზანმიმართულად ცდილობს რესპონდენტი მხოლოდ ნეგატიურ ინტერვიუზე დაიყოლიოს რასაც ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოყვა.
აი ესაა რუსთავი ორის სახე, რა აგდებით ელაპარაკება და სთხოვს ჟურნალისტი მოქალაქეს მთავრობის მიმართ კრიტიკული კომენტარის გაკეთებას. პოლიტიკური პარტია რუსთავი 5."- მითითებული აქვს აღნიშნული ტექსტი ვიდეოს.