ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში იმ დეპუტატების სია ავრცელებს, რომლებიც ნინია კაკაბაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის წინააღმდეგ წავიდნენ.
„კაკაბაძის წინააღმდეგ ხმა მისცეს:
შოთა ხაბარელი; ლერი ხაბელოვი; ლევან ბეჟანიძე; ბიძინა გეგიძე; ალექსანდრე ერქვანია; კობა კობალაძე; გიორგი კოპაძე; სვეტლანა კუდბა; ადა მარშანია; გუგული მაღრაძე; ნაკაიძე კობა; გედევან ფოფხაძე“, - წერს ნანა გაგუა.
პარლამენტმა დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
კაკაბაძის კანდიდატურამ უმცირესობის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხარდაჭერაც მოიპოვა, რის გამოც, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა.