რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ოფისმა კემეროვოს ტრაგედიიდან მე-11 დღეს ქვეყანაში დაახლოებით 15 სავაჭრო ცენტრი დახურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
დღესვე მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპული 45 წლის კაცია, რომელიც სავაჭრო ობიექტში მუშაობდა.
25 მარტს, რუსეთში, ქალაქ კემეროვოში ხანძრის დროს დადასტურებული ინფორმაციით 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.