ავტორი სოფო ხუგოიანი
„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი „რეპორტიორთან" ახალი სასკოლო საგნის „მე და საზოგადოების" შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს აბსურდია და გათვლილია სკოლებში გარყვნილების შესატანად.
„ეს არის აბსურდი, გათვლილია იმისთვის, რომ სკოლებში გარყვნილება შეიტანონ. საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა და ასეთი პროგრამა რელიგიის წინააღმდეგაა მიმართული. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვუყურებ. ბავშვს სკოლაში რად უნდა იმის სწავლა, თუ როგორ წყვილდებიან ადამიანები", - განაცხადა კვიციანმა.