logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: IRI და NDI ორკესტრირებულად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“!
- +

29 აპრილი. 2016. 10:13



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, IRI და NDI ორკესტრირებულად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე".




არის მცდელობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს, მოხდეს არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება. ცალსახად, ეს ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ ნაციონალურ მოძრაობაზე". ერთგვარი შემზადება ხდება საზოგადოებრივი აზრის, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები - სურვილი აქვთ, რომ უკრაინული ვარიანტის მსგავსი რამ აქაც გაიმეორონ, მაგრამ მეეჭვება, ეს მოახერხონ. ისინი აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner