logo_geo
eng_logo
„ქართული მარშის“ წევრ ოლეგ დანგაძეს პატიმრობა შეეფარდა, დევი ჩილიაშვილი პირადი თავდებობით გათავისუფლდა
- +

5 აპრილი. 2018. 00:13

 

 

 

„ქართული მარშის“ ერთ წევრს, ოლეგ დანგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე, დევი ჩილიაშვილი, ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, პირადი თავდებობით განთავისუფლდა, – ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

 

დევი ჩილიაშვილის თავდები დედა ნანა გახარიაა.

 

ჩილიაშვილსა და დანგაძეს ბრალად ედებათ ხულიგნობა.

 

პროცესს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და დაკავებულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ოლეგ დანგაძის დედამ საქალაქო სასმართლო ხმაურით დატოვა.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან მომხდარი ინციდენტის გამო, „ქართული მარშის“ შვიდი წევრი დააკავეს. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც აქვთ შეფარდებული. რამდენიმე მათგანს ბრალად ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანებაც ედება.

 

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner