ქართველმა რეჟისორის კიდევ ერთი წარმატება: რატი წითელაძის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია და 2019 წლის ოსკარზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში „სოციუმის პატიმარი" პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა" - წერს რეჟიროსი Facebook-ზე.
ფილმი მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალის, ადელინასა და მისი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
„ოსკარის კვალიფიკაცია! და European Film Awards ნომინაცია!
ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში "სოციუმის პატიმარი" პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.
– "ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მსოფლიომ უნდა ნახოს."
ფილმი რომელიც ყოველგვარი ბიუჯეტის გარეშე გადავიღეთ, Tampere Film Festivall-ზე ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი და ასევე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიის გამარჯვეუბლი გახდა, რითაც ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო და 2019 წლის ოსკარზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
– „ამ საოცრად სინტერესო, ინტიმური დოკუმენტური ფილმის მეშვეობით, რეჟისორი ოსტატურად გადმოსცემს სამი, ერთმანეთისგან სრუალიად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანის კომპლექსურ გრძნობებს, მათ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მომავლის შიშს. ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მსოფლიომ უნდა ნახოს.“ — Tampere FF-ის საერთაშორისო ჟიურის შეფასება, რომლის ერთ-ერთი წევრიც Stanley Kubrick-ის პროდიუსერი Jan Harlan-ი გახლდათ.
ფილმი მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალის, ადელინასა და მისი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას... ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.
რეჟისორი / პროდიუსერი, ოპერატორი, მონტაჟი,ხმა, პროდიუსერი: რატიწითელაძე
პროდიუსერი: ნინოვარსიმაშვილი (Nino Varsimashvili)
ადელინა პოლინას (Adelina Balakhadze Polina) მონაწილეობით
კოპროდიუსერი: Thom Palmen
საპროდიუსეროკომპანია: ArtWay Film