logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ზაზა სიამაშვილი „ჯიპა“-დან გაუშვეს!
- +

5 აპრილი. 2018. 00:41

 

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზაზა სიამაშვილი „ჯიპა“-დან გაუშვეს! Facebook-ის სტატუსის გამო!

 

საინტერესოა, რას ეტყვიან მის სტუდენტებს?!

 

„ჯიპა“, რომელიც ზურაბ ჟვანიამ დააარსა, სადაც ის სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, აზრის თავისუფლებაზე კითხულობდა ლექციებს, 6 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის ათავისუფლებს ლექტორს!

 

ბრავო „ჯიპა“!

 

მე „ილიაუნის“ ლექტორმა უშვერი სიტყვებით მლანძღა საკუთარ გვერდზე და ყურიც არავის შეუპარტყუნებია!

 

ასზე მეტი ადამიანი შეგვიყვანეს „დასახვრეტთა სიაში“ და დაყრუმუნჯდა შსს, სუს-ი, პარლამენტი, ჯანდაბა და ჯარხანა....

 

სამაგიეროდ, ნინია, ლომჯარია, მურუსიძე არიან თანამდებობებზე და გვაგინებენ, გვაფურთხებენ სულში!

 

ისე, რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ასეთი?.. გამოუშვით!.. იქნებ, კიდევ ჭირდება ტრუპები?!.. სია მზადაა...“ - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner