ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 1993 წლის ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს:
„1993 წლის 25 ოქტომბერი. ინტერვიუს ამონარიდი ჟურნალისტ ცვეტკოვთან...
ზვიად გამსახურდია: ყველაფერი ვითარდება ძალიან კატასტროფულად. ისინი გვიტევენ გვბომბავენ. დაბომბეს ქალაქი მარტვილი. დღეს დაბომბეს ქალაქი სენაკი, ჰაერიდან ბომბავენ, არტილერიით ბომბავენ, რუსეთის ჯარები მონაწილეობენ. არიან სამხედრო სპეციალისტები, ტანკისტები, არტილერისტები. ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, პირდაპირი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ!
ცვეტკოვი: - გვითხარით თქვენ ხომ არ აპირებთ ახლო დროში ზუგდიდის დატოვებას?
ზვიად გამსახურდია: - არა! მე უნდა ვიყო ჩემს ხალხთან!“