logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის ბაზრობას მნიშვნელოვანი სამშვიდობო ეფექტი ჰქონდა!
- +

5 აპრილი. 2018. 01:57

 

 

 

„პრემიერ-მინისტრის მიერ დააანონსებული ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული“, – ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„დღეს არსებული შეზღუდვების ფონზე, ვაჭრობა მაინც ხორციელდება და ადამიანებს ამ საქმიანობის განხორციელება უმძიმეს პირობებში უწევთ. არ არის სატრანსპორტო კომუნიკაცია და გადასასვლელები დაიკეტა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ხდება, რადგან ის სასიცოცხლო ინტერესს უკავშირდება. ჩვენი ინიციატივა არსებულ ვაჭრობაზე რეგულაციების, ან რამე დამატებითი შეზღუდვის დაწესებას არ გულისხმობს. პირიქით, ახალი შესაძლებლობების შეთავაზებით, ის ვაჭრობის გამარტივებასა და გაფართოებას გულისხმობს.

 

რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობას, მისი იმ ფორმით დახურვა, როგორც მაშინ მოხდა, შეცდომა იყო. მას ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ეფექტი ჰქონდა და მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner