logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: არ მგონია სწორი, რომ გიორგი მარგველაშვილმა ლამის მთელი სანათესაო შეიწყალა!
- +

5 აპრილი. 2018. 10:23

 

„შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ბალანსის დაცვა უნდა მოხდეს ორ ინტერესს შორის – ერთი, უნდა მოხდეს იმ ადამიანთა ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ და მეორე მიმართულებაა არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, რომ კრიმინალი არ გამძაფრდეს.

 

ბუნებრივია, კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობაა შეწყალებული. პერიოდულად გვესმის საქმეები და ირაკლი ქორიძის საქმეც ერთ–ერთი იყო, სადაც განმეორებით შემთხვევებში შესაძლო დანაშაულის ნიშნებია გამოკვეთილი.

 

არ მგონია, რომ როცა პრეზიდენტს მიმართავენ, მან შეწყალების აქტი ყველა შემთხვევაში უნდა გამოსცეს. არც ის მგონია სწორი, რომ ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ლამის მთელი სანათესაო შეიწყალა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ადამიანს შეწყალება არანაირად არ შეეხოს იმის გამო, რომ ის პრეზიდენტის ნათესავია, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ უკვე რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ადამიანების შეწყალება პრეზიდენტის ძალიან ახლო წრიდან მოხდა, რაც ჩემში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და არ მგონია, ეს ბატონი პრეზიდენტის იმიჯზე დადებითად მოქმედებდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner