logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ცხედრების გამოსაყვანად მუშაობენ
- +

5 აპრილი. 2018. 11:37

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველოს ხელმძღვანელი პირები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner