logo_geo
eng_logo
„უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ქანების ჩამოშლამ გამოიწვია“
- +

5 აპრილი. 2018. 11:54

 

ტყიბულის მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია. როგორც პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, ქანები ჩამოიშალა, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.

 

„ვარაუდია, რომ სამთო დარტყმა იყო, ანუ ქანების თვითჩამოშლა მოხდა. ჯერჯერობით, ამ ვარაუდის დადასტურება არ შეგვიძლია, უნდა ვნახოთ ადგილზე, რა მოხდა“, - განაცხადა გიგა ისაკაძემ.

 

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner