ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.