logo_geo
eng_logo
ქუთაისის ოპერის თეატრი ვერდის „რიგოლეტოს“ წარმოადგენს
- +

5 აპრილი. 2018. 13:03

 

13 აპრილს, 18 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) ჯუზეპე ვერდის შედევრის - ოპერა „რიგოლეტოს“ წარმოდგენაზე მიიწვევს მსმენელს.

 

 

ქუთაისის ოპერის თეატრის რეპერტუარს ეს ნაწარმოები შარშან 27 დეკემბერს შეემატა. „რიგოლეტოს“ (ლიბრეტოს ავტორი - ფრანჩესკო მარია პიავე, ვიქტორ ჰიუგოს დრამის „მეფე ერთობას“ მიხედვით) აღნიშნულ დადგმაზე იმუშავა სადადგმო-შემოქმედებითმა ჯგუფმა მრავალგზის ნაცადი რევაზ ჯავახიშვილისა (დამდგმელი დირიჟორი) და მაია გაჩეჩილაძის (დამდგმელი რეჟისორი), თეატრის ახალი მთავარი მხატვრის - თეო კუხიანიძისა და ვახტანგ უშვერიძის (დამდგმელი ქორეოგრაფი) შემადგენლობით.

 

 

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე (რიგოლეტო),  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანი (სპარაფუჩილე), და ცხადია მასპინძლები - ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა),  რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

 

 

„რიგოლეტოს“ დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner