logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვცდილობთ, რუსეთთან ურთიერთობები გავაუმჯობესოთ, რადგან...
- +

5 აპრილი. 2018. 13:20

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა და ახალი ე.წ. ცივი ომი არ გვსურს. ჩვენ ვცდილობთ, რუსეთთან ურთიერთობები გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი არის, იყო და დარჩება. NATO-ს მისი იზოლირება არ სურს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ სკრიპალების საქმის ფონზე, NATO ცდილობს, „ნათლად, ქმედითად და მოსალოდნელად იმოქმედოს“.

 

„რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მიდგომა ძლიერ თავდაცვას და დიალოგისთვის გახსნილობას ითვალისწინებს“, - დასძინა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner