„ლარის გამყარება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ლარის გამყარება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მემკვიდრეობითი პრობლემაა ნებისმიერი მთავრობისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. 2012 წლამდე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12%-მდე იყო და ახლა 8%-მდე არის, 530 მლნ დოლარით გაუმჯობესდა ჩვენი მიმდინარე ანგარიში და ეს ახდენს პოზიტიურ გავლენას ლარის კურსზე“, - განაცხადა კოვზანაძემ.