logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: რა მწარედ ცდებით!
- +

5 აპრილი. 2018. 14:58

 

ჩვენი შტანგისტების ჯანი, რაგბისტების ჯიგარი და დავით გიორგევიჩის ჭკუა! - ე, ეგაა სახელმწიფო, სულ! 

 

ახლა დამიწყებთ: - მესამე და მთავარი გვაკლიაო!

 

არ გვაკლია, - არა!

 

პირველი ორი სულ ჩანს ტელევიზორიდან, სახეზეა და ამიტომ ვამბობთ, რომ ჯანი და ჯიგარი დეფიციტი არაა!

 

მესამე, - ქართველების ჭკუა, ჩვენი მედიისთვის, დაბლოკილი, ტაბუდადებული და აკრძალული თემაა, საერთოდ არ ჩანს არსად და ამიტომ ვიღაცას ჰგონია, რომ არ გვაქვს!

 

რა მწარედ ცდებით!

 

P.S. მასეთები, მწარედ რომ შეცდნენ, მარტო ადამიანები კი არა, იმპერიებია - რუკიდანაც რომ გამქრალია დღეს!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner