ჯგუფური გამოფენა „თბილისი დროში“ აერთიანებს სამი განსხვავებული ხედვისა და თაობის მქონე შემოქმედებს: არჩილ თაბაგარს, მარიამ ყანდიაშვილს, ივა მარტიაშვილს. ექსპოზიცია ასახავს თითოეული ხელოვანის ინდივიდუალურ ძიებებს, რომელთა შემოქმედებითი სივრცე და ყოველდღიურობა დაკავშირებულია ერთ გეოგრაფიულ და სოციო-კულტურულ გარემოსთან - თბილისთან. სამივე ხელოვანი დროში განგრძობითად წარმოაჩენს საკუთარ სახელოვნებო გამოცდილებებს. გამოფენა წარმოადგენს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს შორის დიალოგს, სადაც პერსონალური შემოქმედებითი იმპულსები განსხვავებულ მედიებშია განვრცობილი. „თბილისი დროში“ გამოფენის კონცეფცია თითოეული ხელოვანის სუბიექტურ ხედვებთან ერთად, ჯგუფური ექსპოზიციით წარმოადგენს ზოგადად თანამედროვე ხელოვნების მრავალშრიან ხასიათს. გამოფენა ჩატარდა „Steinway & Sons Georgia“-ს სრული მხარდაჭერით.
ამითი „Steinway and Sons Georgia“–ს კოლობორაცია ქართველ არტისტებთან არ დასრულებულა, 4 აპრილს გაიხსნა სააღდგომო გამოფენა–გაყიდვა, რომელიც მაყურებელს თავაზობს სააღდგომო თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და ასევე ხელნაკეთ სახლის აქსესუარებს.
გამოფენა გრძელდება „Steinway and Sons Georgia“–ს შოურუმში ო.დგებუაძის #1. 13:00–20:00 საათამდე. გამოფენა 15 აპრილს დასრულდება.
სააღდგომო გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი არტისტები: თამუნა მელიქიშვილი, თეა ნილი, ლევან ჭიჭინაძე, ივა მარტაშვილი, თეონა პაიჭაძე, არჩილ თაბაგარი, მარიამ ყანდიაშვილი, გოგი ალექსი მესხიშვილი (კერძო კოლექციიდან), ნიკო ცეცხლაძე (კერძო კოლექციიდან), უშანგი იმერლიშვილი (კერძო კოლექციიდან), მაია სუმბაძე (კერძო კოლექციიდან)