logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მთავრობას მეტი პერსპექტივა აქვს, ქვეყანა მოცემული ვითარებიდან გამოიყვანოს
- +

29 აპრილი. 2016. 11:02



საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც მმართველი გუნდის რეიტინგის დაწევა გამოიწვია. აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ტენდენციები სწორია და პროცესებიც სწორად მიდის.



„ფაქტია, რომ რეიტინგი ქვემოთ წავიდა და ამ მშრალი ციფრების უკან დგას გარკვეული ვითარება. ქვეყანაში რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, ამაზე დადებითი პასუხი ადეკვატურია. გლობალურმა პროცესებმა სერიოზული ზიანი მიაყენა იმ გეგმებს, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ ტენდენციები სწორია, პროცესებიც სწორად მიდის.

 ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოკითხვებისადმი რამდენიმე მონაცემმა განაპირობა. მაგალითად, კითხვაზე - გაუარესდა თუ გაუმჯობესდა მდგომარეობა ციხეებში, 30% თვლის, რომ გაუარესდა. ჩვენ კი სიტუაციას ვსწავლობთ და ზუსტი ინფორმაცია გვაქვს", - ამბობს გიორგი ვოლსკი.


გიორგი ვოლსკი საუბრობს NDI-სა და IRI-ს კვლევებზე და ეჭვქვეშ აყენებს მათი კვლევის შედეგებს. ვოლსკი ხაზს უსვამს მთავრობის პერსპექტივას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მოცემული ვითარებიდან ამოიყვანოს.


„კვლევითი ორგანიზაციები, რომლითაც NDI და IRI სარგებლობენ, წლების განმავლობაში არ შეცვლილა და არც უცდიათ, სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ერთად მეთოდოლოგიაზე შეთანხმებულიყვნენ. მათ მიერ დადებულ კვლევებში კი, რომლებიც ჩამოყალიბებულია „ნაციონალური მოძრაობის" ან მათი აქტივისტების მიერ, რასაკვირველია, ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება იმაშიც, რომ ერი, რომელმაც ბევრი უსამართლობა იწვნია, მიიჩნევს, რომ სამომავლოდ შეიძლება ფსონი „ნაციონალურ მოძრაობაზე" დაიდოს. ეს ყველა პრინციპიდან ამოვარდნილია.

მთავრობას გაცილებით ყოვლისმომცველი ანალიზი გააჩნია შექმნილი ვითარებისა და სიდუხჭირის ხარისხისა. ამ მთავრობას მეტი პერსპექტივა აქვს, ქვეყანა აქედან გამოიყვანოს", - აცხადებს ვოლსკი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner