logo_geo
eng_logo
შსს-მ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

5 აპრილი. 2018. 18:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

„მიმდინარე წლის 5 აპრილს, 12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო.

 

საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში და მყინვარწვერისკენ გაფრინდა.

 

ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner