ძლიერი ხანძარი გაჩნდა სტამბოლში მრავალსართულიან საავადმყოფოში. რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა, ხოლო შემდეგ ყველა სართულს მოედო.
ადგილზე მიმდინარეობს პერსონალის და პაციენტების ევაკუაცია. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.