ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დახურეთ ეგ დასაწვავი მაღარო… დახურეთ ან მეპატრონეს თავზე დაადექით და უსაფრთხოების ნორმები სტანდარტებში მოაყვანინეთ… გადავირიე უკვე კაცო, სანამ ნახევარი ტყიბული არ დაიღუპება მანამდე არ შევა თქვენ ყურებში?“ - წერს ფოფხაძე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.