ტაქსიმის სასწავლო-კვლევით ჰოსპიტალში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ სტამბოლის სახანძრო სამსახურში აცხადებენ.
„ჩვენმა მეხანძრეებმა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის კონტროლი მოახერხეს. ის ლოკალიზებულია“, - აცხადებენ უწყებაში.
ამ დრომდე ჯერაც არ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრით დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამედიცინო დაწესებულებაში ცეცხლის გავრცელება სახურავიდან დაიწყო.