„მინდელის შახტაში გარდაცვლილი მეშახტეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენ კომპანიაშია დაზღვეული”, – ამის შესახებ ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვიზრუნებთ მათ ოჯახებზე და ვეცდებით, გადავარჩინოთ დაშავებულები. ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას. 2011 წლიდან ყველა მათ სადაზღვევო რისკს მოვყვები, შახტაშიც ვყოფილვარ. რისკიანი პროფესიის მძიმე დასასრული”, – წერს ნინა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.