ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვა წესდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილება ერთი თვის წინ მიღებულ წესში უკვე შევიდა.
28 თებერვლიდან მოქალაქეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ტრანზაქციის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება შეეძლო. ახალი რეგულაციით კი, მოქალაქეს ტრანზაქციის გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 ათას ლარს.