ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვუყურებ ვინმე სალაძეს, გიგაურს, ქუთელიას, კინწურაშვილს და მრავალ „ცნობად სახეს“, რომლებიც ხელს აწერენ ბანერს წარწერით „ძალა ევროპაშია“. ვუსმენ ამ „უდიდესი მოვლენის“ შესახებ რ2-ის აღფრთოვანებულ სიუჟეტს და ვუდი ალენის ფრაზის „როცა ვაგნერს ვუსმენ, პოლონეთის დაპყრობა მინდება“, ინტერპრეტაცია მომდის თავში - ვუყურებ და ცივის მთაზე ამათი დაბარება, და ყველასთვის თავების წასხეპვა მინდება!
P.S. შეგიძლიათ მუქარის შემცველი და „გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი“ სტატუსისთვის დამიჭიროთ. წინასწარ გაფრთხილებთ - არანაირ ჯარიმას არ გადავიხდი“, - წერს გაბრიჭიძე.