logo_geo
eng_logo
ელზა ჯგერენაია: უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია...
- +

6 აპრილი. 2018. 00:33

 

„მინდელის შახტში, ტრაგედიის ადგილზე პირველადი მოკვლევა არ დასრულებულა და დათვალიერება დღეს სრულყოფილად ვერ მოხდა, ვინაიდან არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი ჯგუფის დაშვება მხოლოდ ოცი მეტრის დაშორებით მოხდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ჩვენს ინსპექტორებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები და ექსპერტები. მოკვლევით სამუშაოებს გავაგრძელებთ. პირველადმა მონაცემებმა გააჩინა კითხვები, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტაციის მოთხოვნას ეხება. ამ დოკუმენტაციის შესწავლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში უფრო ობიექტური ინფორმაცია დაიდება, რაც მიზეზ–შედეგობრივ კავშირს დაადგენს, ტრაგედია სამთო დარტყმების შედეგად იყო გამოწვეული, თუ სხვა მიზეზებით.

 

გასულ წელს შემოწმებისას კომპანიას დარღვევები სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმებს და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების ნორმების შესრულებას ეხებოდა. იყო გარკვეული სახის დარღვევები, რაც კომპანიამ გაითვალისწინა, ხარჯებიც გასწია და მათ ეტაპობრივ გამოსწორებაზე ადმინისტრაცია სამუშაოებს გეგმავდა“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner