logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართული გეგმა ჩავარდა!
- +

29 აპრილი. 2016. 11:30


 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 25-26 აპრილს  ბრიუსელში გამართულ ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე „ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ, ისევე როგორც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (ესპ) ფრაქციის წევრებმა, ე.წ. „ჰარდლაინელებმა" საირუშ ვოლსკიმ, შტეტინამ და კიდევ სამმა ესპ- ს წარმომადგენელმა, მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდამჭერ სარეკომენდაციო დოკუმენტს.




მიუხედავად ამ აშკარად ანტიქართული პოზიციისა, ევროპარლამენტის სოც და დემოკრატთა ალიანსის, მწვანეთა პარტიის, ევროკონსერვატორების და ლიბერალების ფრაქციათა დეპუტატებსა და ქართველი დეპუტატების დელეგაციის უმრავლესობას შორის შემდგარი წარმატებული თანამშრომლობით, აღნიშნული სარეკომენდაციო დოკუმენტი მიღებულ იქნა ხმათა ორმხრივი უმრავლესობით.

ბრიუსელში გამართულ ორდღიან სხდომას თანათავმჯდომარეების რანგში ევროპარლამენტის მხრიდან, ბრიტანელი პარლამენტარი საჯად კარიმი და საქართველოს პარლამენტიდან მე ვუძღვებოდით. კომიტეტის მიერ მიღებულ დასკვნით რეკომენდაციებში და განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირების კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოში რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს. ასევე, კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის და პროკურატურის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით უწყების დეპოლიტიზირების მიზნით პროკურატურის შესახებ კანონში უახლესი ცვლილებების შეტანას. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დადებითად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და შრომის ახალი კოდექსის მიღებას.

ასოცირების კომიტეტი კვლავ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კვლავაც გამოთქვამს წუხილს რუსული შენაერთების მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო. მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარაციის აღიარება და სრულად პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მკაცრად გმობს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მართულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას და გაფართოებას. კომიტეტი მიესალმება საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მოქნილ ნაბიჯებსა და პრაგმატულ მიდგომებს, რათა ჩაერთოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში.

როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველოს, ისევე,როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. კომიტეტმა მიმართა ევროპარლამენტს, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიის დასრულებამდე განიხილოს.

რეზოლუციის განხილვისას ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო მცდელობა, მათი მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მეშვეობით პროცესებზე ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინათ და მათ მხარი არ დაუჭირეს კომიტეტის დასკვნით განცხადებას და რეკომენდაციებს, სადაც საქართველოს მხარდამჭერ ბევრ ჩანაწერთან ერთად იყო მოწოდება ვიზა-ლიბერალიზაციის უმოკლეს დროში მინიჭების თაობაზე. ასევე იყო მცდელობები, ამ დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მისამართით სხვა ნეგატიური შეფასებები შესულიყო და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ინტერესებს მიბმოდა, რაც იმის საშიშროებას ქმნიდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა გადავადებულიყო", - ნათქვამია ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner