logo_geo
eng_logo
ლევან ვეფხვაძე: ყველაფერი გამოძიებამ, ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს!
- +

6 აპრილი. 2018. 10:05

 

„ჩვენ მტკიცებით ფორმაში არ გვითქვამს, რომ ტყიბულის შახტში დანამდვილებით სამთო დარტყმა იყო, ეს ყველაფერი გამოძიებამ, ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს“, – განაცხადა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

„ტრაგედიის ადგილას ჩასული იყო ექსპერტთა ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სრული სურათის აღდგენა და საბოლოო მიზეზები გამოკვეთა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ იმ სამი ადამიანის მონათხრობს ვეფუძნებით, რომლებმაც ეს ყველაფერი თავის თავზე განიცადეს. მათ ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, გამოცდილება აქვთ და დაახლოებით იციან, სამთო დარტყმები როგორ ხდება და რა რას ნიშნავს.

 

თუ დავუშვებთ, რომ ეს ნამდვილად სამთო დარტყმა იყო, ასეთი ტიპის ტრაგედია სრულიად მოულოდნელი გახლდათ. იქ, სადაც ჭერის ჩამოქცევა მოხდა, ველი არ არის, ეს მე–300 ჰორიზონტზე გამომუშავებული სივრცეა, საიდანაც დარტყმის ტალღა კაპიტალურ გვირაბებზე გავრცელდა და მეშახტეების დაღუპვა გამოიწვია“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner