logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: შრომის უსაფრთხოების კანონი მივიღეთ, მაგრამ სრულყოფილად აღსრულებას დრო სჭირდება
- +

6 აპრილი. 2018. 10:18

 

„შრომის უსაფრთხოების კანონი მივიღეთ, მაგრამ მის სრულყოფილად აღსრულებას გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. მისი თქმით, ახალი კანონით, მომეტებული საფრთხის შემთხვევაში, პროცესში სადაზღვევო კომპანია ჩაერთვება და დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ერთად იზრუნებს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველას ფინანსურ ინტერესში იყოს, მაგრამ თუ ყველა კომპონენტმა არ იმუშავა და კანონი არ აღსრულდა, როგორი იდეალური კანონიც არ უნდა არსებობდეს, საქმეს არ ეშველება.

 

„კანონი ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. იქ ჩადებულია პრევენციული მექანიზმები და უსაფრთხოების კომპონენტები. ეფექტიანი შრომის ინსპექცია შრომის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტია. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გარდაუვალი პასუხისმგებლობა და პროპორციული სასჯელია.

 

ამოცანა ისაა, რომ არავინ იფიქროს, რაღაცის ეკონომია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაღვევის ხარჯზე მოახდინოს. ეს მხოლოდ პირუთვნელი მართლმსაჯულებით, ეფექტიანი შრომის ინსპექციით, უსაფრთხოების უმწიკვლო ისტორიის მქონე კომპანიების წახალისებითა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით მიიღწევა. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ნებისმიერი მოქალაქისთვის მიუღებელი იქნება სექტორი, მეწარმე თუ ადამიანი, ვინც თავის ობიექტზე მონურ ექსპლუატაციას, შრომას, თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უშვებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner