გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის საქმეზე სხდომას მართავს. ამის შესახებ BBC წერს.
გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაზე ისტორია გამოიგონა და „ცეცხლს ეთამაშება“.
4 აპრილს ლონდონმა სკრიპალის საქმის მოსკოვთან ერთად გამოძიებაზე უარი თქვა. გუშინ ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მოწამლული იულია სკრიპალის პირველი განცხადება გამოაქვეყნა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.