logo_geo
eng_logo
გაერო-ში რუსეთის ელჩი: ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაზე ისტორია გამოიგონა!
- +

6 აპრილი. 2018. 10:40

 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის საქმეზე სხდომას მართავს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაზე ისტორია გამოიგონა და „ცეცხლს ეთამაშება“.

 

4 აპრილს ლონდონმა სკრიპალის საქმის მოსკოვთან ერთად გამოძიებაზე უარი თქვა. გუშინ ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მოწამლული იულია სკრიპალის პირველი განცხადება გამოაქვეყნა.

 

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner