logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

6 აპრილი. 2018. 11:59

 

 

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პაკ კინ ჰეს სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.

 

სასამართლომ პაკ კინ ჰე დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებების უმეტესობას, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში, გამოძალვასა და ქრთამის აღებაში.

 

აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამოტანის პროცესის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა ბოლო სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე. მის ადვოკატებს ერთი კვირა აქვთ აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებისთვის.

 

2016 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში კორუფციული სკანდალი აგორდა, რომელიც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მეგობარს ცოი სუნ სილს უკავშირდება.

 

მედიის ინფორმაციით, მსხვილი კორპორაციები მთავრობის მხარდაჭერის სანაცვლოდ ცოი სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდ თანხებს რიცხავდნენ. 2017 წლის მარტში კონსტიტუციურმა სასამართლომ პაკ კინ ჰე სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner