logo_geo
eng_logo
სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის - თამაზ ჯოლოგუას მონოგრაფია
- +

6 აპრილი. 2018. 17:26

 

 

 

სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის - თამაზ ჯოლოგუას მონოგრაფია, რომლიდანაც ბევრს შეიტყობთ XIX საუკუნის ჟურნალისტიკაზე – პირველი ქართული გაზეთიდან ქართული პრესის საეტაპო მნიშვნელობის გამოცემების ჩათვლით.

 

წიგნში მოცემულია კვალიფიციური ანალიზი, ისტორიული კონტექსტის ჩვენება და მაღალპროფესიულად მოთხრობილი ქართული ბეჭდური მედიის თავგადასავალი.

 

ქართული ჟურნალისტიკის ისტორია ისწავლება საქართველოს არაერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამ სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტებს გაუადვილოს მეტისმეტად ვრცელ მასალაში ორიენტირება.

 

წიგნი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მისი ხასიათიცა და შედგენილობაც ამ უკანასკნელი გარემოებითაა განსაზღვრული. თუმცა შესაძლებელია, იგი XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკით, საზოგადოებრივი აზრის ისტორიით, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს გამოადგეს.

 

გამომცემლობა - არტანუჯი

წიგნის ფასი გახლავთ 19.50 ლარი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner