logo_geo
eng_logo
შსს-მ „აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 5 პირი დააკავა
- +

6 აპრილი. 2018. 19:45

 

მიმდინარე წლის 5 აპრილს, „აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

 

„აქციის მონაწილეებმა ი. ჭავჭავაძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. მიუხედავად პოლიციის  მოწოდებისა შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა.  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner