logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე კახა კახიშვილს: ჭეშმარიტი ქრისტიანიც ხართ, რასაც საქმითაც ამტკიცებთ!
- +

6 აპრილი. 2018. 20:16

 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.

 

თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო ამანათს მესამე წელია აგზავნის.

 

ბატონო კახი გარდა იმისა, რომ თქვენ თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ხართ, გარდა ამისა ჭეშმარიტი ქრისტიანიც ხართ რასაც საქმითაც ამტკიცებთ ყოველივეს.

 

მიხარია, რომ როგორც საქართველოში მყოფ მსჯავრდებულებზე და პატიმრებზე, ასევე თურქეთის ციხეებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნავთ.

 

დიდი ხნის სიცოცხლე და უფლის წყალობა გქონდეთ სამშობლოს პატრიოტო და ქრისტეს ერთგულო ადამიანო“, - წერს მჟავანაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner