logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: სათქმელი ბევრია, უამრავი ადამიანის ფიზიკური ლიკვიდაცია და დადუმებული მართლმსაჯულება!
- +

6 აპრილი. 2018. 22:16

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთია როდესაც ადამიანი გმირულად იღუპება ბძოლის ველზე და მეორეა როცა პოლიტიკური მრწამსის გამო დაქირავებული ქილერების მსხვერპლი ხდება ან სადამსჯელო სისტემა იმსხვერპლის, გაუხმაურებელი საქმეები, გრიფით საიდუმლო, წლობით შემოდებული გამოუძიებელი მასალა ან საერთოდ მიჩქმალული და არ აღძრული... ასეთი მრავლადაა, ეს ხომ განგსტერული საქართველოა, სადაც დღემდე შერჩევითი სამართალია... ახლო მომავალში აუცილებლად შევეხები ცალკეული ადამიანების მკვლელობებს და საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ადამიანებს... იგივე უზენაესი საბჭოს დეპუტატ ალექსანდრე ქობულაშვილის საკითხს, რომელიც პუტჩის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და დღემდე დაკარგულად ითვლება!

 

რა არადამიანური მეთოდებით აწამეს პოლიტპატიმარი დათო ლოლაძე და ამ წამების შედეგად როგორ გარდაიცვალა!

 

როგორ მოკლეს ზვიად გამსახურდიას მდივანი ლალი მაისურაძე!

 

როგორ დანაღმეს და ააფეთქეს სლავა მინჯია! ერთი სიტყვით სათქმელი ბევრია უამრავი ადამიანის ფიზიკური ლიკვიდაცია და დადუმებული მართლმსაჯულება!“ - წერს შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner