logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ეს გააზრებულად და მიზანმიმართულად ხდება!
- +

6 აპრილი. 2018. 22:43

 

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისეთი ადამიანები მილოცავენ დღევანდელ დღეს, ვხვდები: ბევრ მათგანს წითელი პარასკევის და ჯვარცმის არსი, სამწუხაროდ, არ ესმის. მეორე- ვატყობ, წელს ეს „ახალი ტენდენციაა“, მორწმუნეთა სულიერი წონასწორობის დარღვევის მიზნით, ამიტომაც დამზადდა და ვრცელდება სოციალურ ქსელში წითელი პარასკევის მისალოცი ე.წ. გიფები და ბარათები. ეს გააზრებულად და მიზანმიმართულად ხდება.

 

ჯვარცმის დღეა, ყოველმა ადამიანმა ეს დღე ისე უნდა გაატაროს, რომ სულიერად (ქრისტესთან ერთად) საკუთარი თავი ჯვარს აცვას. უნდა ვტიროდეთ, უნდა განვიცდიდეთ, უნდა ვწუხდეთ, ჩვენი დაცემისა და ცოდვების გამო. ხვალ, შაბათს უნდა ვიყოთ მკვდარი, ხოლო კვირას უნდა აღვდგეთ, ქრისტესთან ერთად. აი, კვირა დღეა დღე ზეიმის, დღე სიხარულის, დღე აღდგომის“, - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner