საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე IRI-ის კვლევების შედეგებს გამოეხმაურა.
აბაშიძის თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგებისადმი პესიმისტურადაა განწყობილი.
„მე ძალიან პესიმიტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს. როგორც იტყვიან - „აღდგომა და ხვალეო", აგერ, იქნება არჩევნები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას", 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა.