უფლებადამცველი დავით ლორია სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რომ საუბრობს, წარმოდგენა თუ აქვთ, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი რა შეიძლება გახდეს? რა პროცედურა ტარდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზის შექმნისთვის (ამ ეტაპისთვის თეორიულადაც კი არ ღირს ამაზე მსჯელობა), მაშინ ამის ალბათობასაც კი არ დაუშვებდნენ, მაგრამ ხალხი ხომ უნდა (მათი ჭკუით) ააფორიაქონ? ერთი და ორი კი არა, ოცი დეპუტატი რომ გამოეყოს ,,ქართულ ოცნებას'' (ესეც არასერიოზულად მიმაჩნია), მაინც დარჩებათ საკმარისი ძალა იმისათვის, რომ მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი არ დადგეს“, - წერს ლორია.