logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მარტყოფის მოგება პირდაპირ კავშირში იყო ქართველი ხალხის გადარჩენასთან...
- +

7 აპრილი. 2018. 01:48

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1625 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს გიორგი სააკაძემ მარტყოფის ბრძოლა სამაგალითოდ, ბრწყინვალედ მოიგო. ამას სჭირდებოდა არა მარტო უზადო სამხედრო ცოდნა, ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, არამედ თავგანწირვა. თავგანწირვამ მოიტანა ეს გამარჯვება და ზოგიერთს დღესაც არ უნდა იმისი აღიარება, რომ გიორგი სააკაძის პირადი მსხვერპლისა და თავდადების ხარჯზე მოვიდა მარტყოფი. მარტყოფის მოგება პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს და ქართველი ხალხის ფიზიკურ გადარჩენასთან. და რას იმკის სააკაძე ამდენი საუკუნის შემდეგ? ვაჟა- ფშაველას ლექსი არ გახსენდებათ? „ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!“...“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner