logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა!
- +

7 აპრილი. 2018. 03:27

 

 

 

„გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა, რადგან როცა ადამიანს წამებით კლავენ, რაშიც შენი გარემოცვა მონაწილეობს, ეს ადამიანები არ უნდა შეიწყალო. აქ მორალზე ლაპარაკიც არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

 

„როდესაც სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, იქ მორალური დილემა არ ყოფილა. ისეთი პრეზიდენტი არ უნდა აირჩიო, რომელიც შეკვეთილი წამებისა და მკვლელობის აღმსრულებლებისთვის ჯერ კანონმდებლობას შეცვლის, მერე კი ამ ადამიანებს ციხიდან გამოუშვებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner