რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვედურ გამოცემა „Dagens Nyheter"- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი უფლებას იტოვებს, NATO-ში შვედეთის შესვლის შემთხვევაში, საპასუხო ზომები მიიღოს.
„თუ შვედეთი NATO-ში შესვლას გადაწყვეტს, ჩვენ არ ვიფიქრებთ, რომ ისინი თავს დაგვესხმებიან. მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, შვედეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა NATO-ს უმაღლეს სარდლობას დაემორჩილება. რასაკვირველია, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვრებზე იძულებულნი ვიქნებით, აუცილებელი სამხედრო-ტექნიკური ზომები მივიღოთ, რადგან საზღვრის მეორე მხარეს იქნება სამხედრო ბლოკი, რომელიც რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს და ყველენაირად ცდილობს მის შეკავებას.
ეს ჩვენი სამხედროების სამუშაოა. როცა ისინი ხედავენ ჩვენი საზღვრების მეორე მხრიდან რაიმე პოტენციალს, იციან, ეს რა პოტენციალია სინამდვილეში და რას შეიძლება ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ NATO გადაწყვეტს, რომ ჩვენ „ცხელი" საშუალებებით უნდა შეგვაჩეროს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.