logo_geo
eng_logo
სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოხალისეობრივი ჯგუფები შეიქმნა
- +

7 აპრილი. 2018. 11:16

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების სხვენების და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია საინიციატვო ჯგუფები, რომლებიც ახდენენ, როგორც შეწამვლით პროცესს, ასევე საცხოვრებელ ოთახებში, სადაც ქიმიური წამლობა აკრძალულია ფაროსანასგან დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ.

 

ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონის ყველა მერს დაევალა, მუნიციპალიტეტში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შშმ ოჯახებს ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში დაეხმარება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner