იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები ელოდნენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:17 საათზე გადმოვიდა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს ჩამოიტანენ და აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.