logo_geo
eng_logo
ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად 8 პალესტინელი დაიღუპა
- +

7 აპრილი. 2018. 16:21

 

ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 8 პალესტინელი დაიღუპა და 1 000-ზე მეტი დაშავდა.

 

როგორც ცნობილია, პალესტინელებმა საბურავები მიიტანეს და ცეცხლი დაანთეს. ე.წ. „დაბრუნების მარში“ ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო. ის პალესტინელებისთვის მათი მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner