ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 8 პალესტინელი დაიღუპა და 1 000-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, პალესტინელებმა საბურავები მიიტანეს და ცეცხლი დაანთეს. ე.წ. „დაბრუნების მარში“ ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო. ის პალესტინელებისთვის მათი მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გულისხმობს.