logo_geo
eng_logo
ღაზას სექტორში პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს
- +

7 აპრილი. 2018. 17:33

 

ღაზას სექტორის საზღვართან მასობრივი დემონსტრაციის დროს ისრაელის ძალებმა პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს. 30 წლის გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰალილ აბუ ატირა სააგენტო Ain Media-ში მუშაობდა და სამუშაოს შესრულების დროს პრესის აღმნიშვნელი ჟილეტი ეცვა.

 

Al Jazeera პალესტინელ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ 7 ჟურნალისტი დაშავდა.

 

ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ერთი კვირის წინ მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს, გუშინ გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციის განახლება მოჰყვა.

 

ე.წ. დაბრუნების მარში ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ მათი მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გამოხატავს.

 

მარშის 20 ათასამდე მონაწილე მავთულხლართებს მიუახლოვდა, რასაც ისრაელის სპეცრაზმთან შეტაკებები მოჰყვა. პალესტინურმა მხარემ 6-კვირიანი მარში დააანონსა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner