logo_geo
eng_logo
ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა
- +

7 აპრილი. 2018. 20:06

 

მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

 

მომხდარს გერმანიის მთავრობა გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner